რატი იონათამიშვილი - ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთდროულად ოთხი თავმჯდომარე აირჩეს, დამენანება, რომ მათგან თავმჯდომარე არცერთი არ გახდეს
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, არ არსებობს და ამ პარტიისგან დარჩენილია მხოლოდ კლანური დაჯგუფებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. არჩევნების შემდეგ ეს კლანებიც აღარ დარჩებიან პოლიტიკურ ველზე.
„ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთდროულად ოთხი თავმჯდომარე იყოს არჩეული. ეს უფრო საინტერესო იქნება. გული დამწყდება, პარტიის თავმჯდომარედ ერთი თავმჯდომარე დარჩეს, საერთოდ, თავმჯდომარე და ეს პარტია თუ დარჩა. ძალიან დამენანება, რომ ოთხი ადამიანიდან თავმჯდომარე არცერთი არ გახდეს. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს და ამ პარტიისგან დარჩენილია მხოლოდ კლანური დაჯგუფებები. ვფიქრობ, ე.წ. არჩევნების შემდეგ ეს კლანებიც აღარ დარჩებიან პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.