რატი იონათამიშვილი - ვერც რეზოლუცია და ვერც ევროპარლამენტართა ოდიოზური ჯგუფი ვერაფერს გააკეთებენ, რომ უვიზო მიმოსვლის გადახედვის თვალსაზრისით რაიმე პროცესი დაიწყოს
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მძიმე და ამორალური ის რეაქციები იყო, რაც მის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას და ე.წ. პოლიტიკურ „ენჯეოებს“ ჰქონდათ, რომელთაც ჩვენი საზოგადოების დაზაფვრა და შეცდომაში შეყვანა სცადეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, „ვერც ეს რეზოლუცია და ვერც ევროპარლამენტარების ეს ოდიოზური ჯგუფი ვერაფერს გააკეთებენ სამართლებრივად იმ საფუძვლით, რომ საქართველოს წინააღმდეგ უვიზო მიმოსვლის გადახედვის თვალსაზრისით რაიმე პროცესი დაიწყოს“.
„ეს არის აბსურდი და ამ ადამიანებმა ან არ იციან, ევროკავშირის სტრუქტურები როგორ მუშაობენ, ან იციან და მიზანმიმართულად ტყუილებსა და ჭორებს ავრცელებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.