რატი იონათამიშვილი - ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის შინაგანი მხარის განსხეულებას, მათ სურთ, რამენაირად საქართველო გახდეს პოლიგონი, აქ ომი გაჩაღდეს
ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის შინაგანი მხარის განსხეულებას. სწორედ ასეთი სახე აქვს რეალურად მათ სტანდარტებს და მასთან ერთად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ მათ უნდათ, რამენაირად საქართველო გახდეს პოლიგონი, აქ გაჩაღდეს ომი და ამისთვის სურთ არეულობაც და ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ საქართველოში ომი იქნება, მათ კეთილდღეობაზე ეს დადებითად აისახება.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუსტად ამ ადამიანების რეალური სახე, რეალური მიზნები და როგორ მტრობენ ისინი ჩვენს ქვეყანას“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში“.