რატი იონათამიშვილი - უკეთესი იქნებოდა, ზელენსკის ხელში ის სურათები დაეკავებინა, რომლებიც ასახავდა საქართველოში სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას და უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთას
როდესაც ჩვენი ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, ასეთი განცხადება ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„უკეთესი იქნებოდა, ზელენსკის ხელში ის სურათები დაეკავებინა, რომლებიც ასახავდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. როდესაც ჩვენი ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია როგორც ჰუმანიტარული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი განცხადება ცოტა უხერხულია. მით უმეტეს, იმ სახელმწიფოს მიმართ, ვინც ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ რა მძიმე შედეგები აქვს ოკუპაციასთან და როგორ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოებში აწარმოოს დავები ოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.