რატი იონათამიშვილი - უკეთესი იქნებოდა, ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებისთვის სათაურად მიშას ფანკლუბის განცხადება დაერქმიათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული განცხადება, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იონათამიშვილმა აღნიშნა, განცხადებას ძალიან უხერხული აფიშა ჰქონდა. მისივე თქმით, არც თანამდებობაა პრივილეგია და, მით უმეტეს, არც ყოფილი თანამდებობის პირია პრივილეგირებული.
„ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათ განცხადებისთვის სათაურად დაერქმიათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ჩვენი საზოგადოებისთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ყოფილი თანამდებობის პირებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.