რატი იონათამიშვილი - „თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსის ბოლო შეფასება დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს
რატი იონათამიშვილი - „თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსის ბოლო შეფასება დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს

თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული კორუფციის რისკის ინდექსის ბოლო შეფასება დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ინდექსის ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება.“

თრეის ინთერნეიშენალის“ კვლევებში საქართველო კვლავ ლიდერი ქვეყანაა. ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფალი ინდექსით ჩვენი ქვეყანა ევროპაში მე-18, ხოლო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, რითაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოწინავე პოზიცია უკავია.

განსაკუთრებით, საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება“. მსოფლიოში მე-10, ხოლო ევროპაში მე-6 ადგილი მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.

გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ის დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილი.

თრეის ინთერნეიშენალი“ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს და ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით რეკეტის რისკისგან და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.