რატი იონათამიშვილი - რეალურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განცხადება მიიღო 24-მა აქტორმა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მათ ტყუილების გასაღება უნდათ
სინამდვილეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება არ არის, 24 აქტორის განცხადებაა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მათ ტყუილების გასაღება უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
სინამდვილეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განცხადება არ არის, 24 აქტორის განცხადებაა. სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ კვეთა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მისი ავტორი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო უსაფრთხოების ნაწილში. საზოგადოებამ იცის, როგორ დავიცავით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ამიტომ როგორც მაშინ არ ჰქონდა ფასი მის რჩევებს, ასე არ აქვს ფასი მის დაწერილ ტექსტებს. სამწუხაროა, რომ 24 ადამიანი დეზინფორმაციის წყარო გახდა, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მათ ტყუილების გასაღება უნდათ, თითქოს ვინმე რაღაცის მოპარვას აპირებს. ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგები გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.