რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და შეასრულებს განვითარების, ევროინტეგრაციის გზაზე
საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლის, ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს ირგვლივ ფეიკნიუსებს ავრცელებენ.
„საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ლიდერის გამოსვლა იყო, რაც თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უკვე გაფორმდა, როგორც ექსტრემისტული ოპოზიცია, მათი მხრიდან და მათი მედიასაშუალებების მხრიდან ისევ ფეიკნიუსები მოდის, რომ ვინც არ ნახა ეს ინტერვიუ, რაიმენაირად შეცდომაში შეიყვანონ, სცადონ, სხვა რეალობა შექმნან. ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ხედავს, აფასებს და მან ზუსტად იცის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლის, ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამასთან, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ახალი არ არის, რომ ექსტრემისტულ ოპოზიციას მუდმივად სურს ქვეყანაში რყევები, ძირის გამომთხრელი საქმიანობა და რაიმენაირად არეულობის შექმნა.
„ეს იყო აქამდეც, არის დღესაც და, როგორც ჩანს, ისინი ამ ზნის შეცვლას არ აპირებენ. ამისი დასტურიც არის მათი სულიერი მამის, ვანო მერაბიშვილის თუნდაც ბოლო ინტერვიუები, მათ შორის უკრაინული მედიის არხზე, სადაც ის პირდაპირ საუბრობს, რომ საქართველოში უნდა მოხდეს არეულობა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში ომის გაჩაღება. ფაქტია, ეს არის მათი მიზანი, მათი ოცნება და სწორედ ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, რასაც საქმიანობენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.