რატი იონათამიშვილი - სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად დაზიანდება იმდენად, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ
რატი იონათამიშვილი - სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად დაზიანდება იმდენად, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს, რაც ბუნებრივია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად დაზიანდება იმდენად, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ.

„ქვეყანას მავნებელი ოპოზიცია ჰყავს, რომელთაც მხოლოდ მავნებლობა შეუძლიათ, რისი რესურსიც მალე აღარ ექნებათ, რადგან ოპოზიცია გაკოტრებული და ნიღაბჩამოხსნილია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს, რაც ბუნებრივია. სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმდენად დაზიანდება, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ. ეს ხელოვნურია, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ სცდება. ესეც ზუსტად იმ რადიკალების სახეა, ვინც ცდილობს, ქვეყანა დააზარალოს. მათ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის სახით საშინაო დავალება ჰქონდათ, რასაც პუნქტობრივად მიჰყვებიან, თუმცა ამ დავალების შესრულებაშიც უსუსურები არიან და ორიანი ეკუთვნით. ეს გაკოტრებული და აგენტურული ოპოზიცია დღევანდელობის სირცხვილია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.