რატი იონათამიშვილი - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმ რეფორმების დამსახურებაა, რასაც ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საზოგადოებასთან ერთად განხორციელდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.
„ის რომ ამ მონაცემებით საქართველოს სასამართლო სისტემას ეფექტიანობის კუთხით, მაღალი შეფასება აქვს მინიჭებული, ამ რეფორმების აღიარებაა. ჩვენს სასამართლოს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის პირველი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის – 18-ე ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება, სადაც დამსწრე საზოგადოებას, სასამართლოს მიღწევებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და გამოწვევებზე ესაუბრა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.