რატი იონათამიშვილი - საქართველოში რუსული ცენტრის გახსნა მიუღებელია, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში რუსული ცენტრის გახსნა მიუღებელია, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, რუსულენოვან გვერდზე გაჟღერებული ინფორმაცია გადაამოწმა და გახსნის თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ დადასტურდა.
„რუსულენოვანი საიტები მცდარი ინფორმაციის გარანტია, ვიდრე პირიქით“, – დასძინა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩო რუსული კულტურის ცენტრის გახსნას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი ცენტრის გახსნა არ იგეგმება. თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასევე არ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.