რატი იონათამიშვილი - საქართველოში დემოკრატია თუ ვინმეს ადარდებს, პირველ რიგში, ოდიოზური ფიგურები, მერაბიშვილი, სააკაშვილი, კეზერაშვილი უნდა დაასანქციროს
საქართველოში დემოკრატია თუ ვინმეს ადარდებს, პირველ რიგში, ოდიოზური ფიგურები – მერაბიშვილი, სააკაშვილი, კეზერაშვილი უნდა დაასანქციროს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, როცა მსგავს ადამიანებს ვიღაც ხელს აფარებს და სხვებს ასანქცირებს, რაზეც არანაირ განმარტებას არ აკეთებს, ამ ყველაფერზე საზოგადოებას რეაქცია ექნება.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ სანქციებით საარჩევნო პროგრამას ააგებს, ამაში ძალიან ცდება. ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად უსამართლობა არ უყვარს და სწორედ მის წინააღმდეგ ილაშქრებს. ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას მხოლოდ გააერთიანებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს, რადგან ვინმეს საქართველოში დემოკრატია თუ ადარდებს, პირველ რიგში, ოდიოზური ფიგურები – მერაბიშვილი, სააკაშვილი, კეზერაშვილი უნდა დაასანქციროს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ესენი არიან ადამიანების წამებისა და მოკვდინების ავტორები. როცა მსგავს ადამიანებს ვიღაც ხელს აფარებს და სხვებს ასანქცირებს, რაზეც არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე საზოგადოებას რეაქცია ექნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.