რატი იონათამიშვილი - საქართველო არის ლიდერი რეგიონში როგორც მშვიდობის, ისე უსაფრთხოების, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ
საქართველო არის ლიდერი რეგიონში როგორც მშვიდობის, ისე უსაფრთხოების, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონული მნიშვნელობის პრეცედენტია, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით გათავისუფლდნენ სომხეთის მოქალაქეები და აზერბაიჯანს გადაეცა დოკუმენტაცია, რომელიც გაზრდის რეგიონში უსაფრთხოებას.
„ეს არის რეგიონული მნიშვნელობის პრეცედენტი, როდესაც საქართველოს, ჩვენი პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით, ასევე აშშ-ის ჩართულობით მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი, როდესაც გათავისუფლდნენ სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც საომარი კონფლიქტის დროს ტყვედ იყვნენ აყვანილი და აზერბაიჯანს გადაეცა დოკუმენტაცია, რომელიც გაზრდის უსაფრთხოებას რეგიონში. ეს არის ჩვენი საგარეო გუნდისა და ჩვენი პრემიერ-მინისტრის პროაქტიური მუშაობის შედეგი და იმის გამოხატულება, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში როგორც მშვიდობის, ისე უსაფრთხოების, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.