რატი იონათამიშვილი - სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის წყაროდ იქცა
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის წყაროდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ახმოვანებს არა ხალხის განწყობებსა და სურვილებს, არამედ დავალების მიმცემების ოცნებებსა და ფანტაზიებს.
„სწორედ ეს არის, რაც მას უხერხულ და ისტორიულად მძიმე მდგომარეობაში აყენებს. თუ ის დასკვნების სწორად გამოტანას ვერ შეძლებს, ის ჩვენს ისტორიაში დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შევა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 პროცენტზე მეტს ვერ იღებენ“.