რატი იონათამიშვილი - სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე რადიკალური ოპოზიციის საუბარი გულწრფელობის განცდას არ ტოვებს, კარი ღია იქნება, მაგრამ არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ აქვს მოლოდინი, რომ მათ მუშაობა სურთ
სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე რადიკალური ოპოზიციის საუბარი გულწრფელობის განცდას არ ტოვებს, კარი ღია იქნება, მაგრამ არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ აქვს მოლოდინი, რომ მათ მუშაობა უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არასდროს ჰქონდა სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი განეცადა.
„გაიხსენეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, ამ დროს მათ ტრაგიკულ სახეებს ადვილად შეამჩნევდით, ეწყინათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ნამდვილად მიიღო. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე საუბარი გულწრფელობის განცდას არ ტოვებს, პირიქით, ფარისევლობასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ცხადია, კარი ღია იქნება და მასში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება, მაგრამ მოლოდინი, რომ მათ მუშაობა უნდათ, არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ აქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.