რატი იონათამიშვილი - სამპროცენტიანი პარტიებისთვის და მათი „მეგობრებისთვის“ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, არჩევნები ჩატარდება ხვალ, ერთი თვის, თუ ერთი წლის შემდეგ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სამპროცენტიანი პარტიებისთვის და მათი „მეგობრებისთვის“ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, არჩევნები ჩატარდება ხვალ, ერთი თვის, თუ ერთი წლის შემდეგ.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ოპოზიციისთვის არჩევნები ჩატარდება ერთნაირი იქნება, სადაც ქართული საზოგადოება მათ დაამარცხებს.
„კითხვა იმის თაობაზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება მოხდება, ამაზე როგორი პასუხი იქნება, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამ მიმართულებით ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არის. იმედია, მეორე ტალღას არანაირი გართულება არ მოჰყვება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.