რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია საქართველოს ებრძვიან, საქართველოში აგენტები ვერასოდეს გაიმარჯვებენ
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია საქართველოს ებრძვიან, საქართველოში აგენტები ვერასოდეს გაიმარჯვებენ

საქართველოში აგენტები ვერასოდეს გაიმარჯვებენ. სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია საქართველოს ებრძვიან. ისინი ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, პირიქით, მათ გასამართლება მოუწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები“.

იონათამიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ის და რადიკალური ოპოზიცია ერთი და იგივე არიან.

„გარდა იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არიან, ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. ისინი ქვეყანაში უცხო ძალების აგენტურას წარმოადგენენ. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ის და რადიკალური ოპოზიცია ერთი და იგივე არიან, ყველა ერთად კი უცხო ძალების აგენტურას წარმოადგენენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ქარტიას, იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ეს ომისა და ღალატის ქარტიაა.

„მისი ყველა მონაწილე ომის პარტიის წარმომადგენელია. სხვა მიმართულება არ არსებობს. მათ ერთი ინტერესი აქვთ და ერთი ბრძანების შემსრულებლები არიან. საქართველოში დავალებას მხოლოდ ქართველი ხალხი გასცემს, ესენი დავალებას უცხო ძალებისგან იღებენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.