რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ პროცესებს განასახიერებს
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად ფეხს აბიჯებს, ეს ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, რადგან მისი საქმიანობა მთლიანად პოლიტიზირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ პროცესებს განასახიერებს.
„რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ნებისმიერი საუბარი რაღაც ხელოვნურ ქარტიებზე და ტექნიკურ მთავრობაზე არის იმის აღიარება, რომ რადიკალური ოპოზიცია მწარედ მარცხდება. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, პირდაპირ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, მაგრამ იმას მიიღებენ, რომ მათ ისტორიულად დაბალი მხარდაჭერა ექნებათ, რითაც ისტორიული ველიდან საერთოდ გაქრებიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.