რატი იონათამიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ფარსია, არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც სასამართლოს, ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, როგორც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები
ეს ადამიანები არიან ორმაგი სტანდარტის, როცა უნდათ, კონსტიტუციას აძაგებენ, როცა უნდათ, საკონსტiტუციო სასამართლოს მიმართავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელiსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სარჩელის შესახებ.
„მათი მხრიდან ეს ყველაფერი სპეკულაციები და ფარსია, სინამდვილეში, არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქოს საარჩევნო სუბიექტები არ არიან, ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, როგორც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.