რატი იონათამიშვილი - საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც არაპროპორციულია და ფოკუსი ამაზე უნდა იყოს
რატი იონათამიშვილი - საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც არაპროპორციულია და ფოკუსი ამაზე უნდა იყოს

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც არაპროპორციულია და ფოკუსი ამაზე უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო მისებში საქართველოს კონტრიბუცია ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობისას აღემატება.

„საქართველო საერთაშორისო მისიებში იმ კონტრიბუციას ახორციელებს, რომელიც აღემატება ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობის კონტრიბუციას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებისთვის. როცა ეს არ არის პროპორციული, უსამართლობაა და თუ რაიმე გამოსასწორებელია, უპირველესად, ამაზე უნდა იყოს ფოკუსი. როცა სავიზო შეზღუდვებზეა საუბარი, ასეთი ფაქტი მხოლოდ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. საზოგადოება იმსახურებს, ვიზების გაცემა სხვა ქვეყნების პროპორციული იყოს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.