რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს კონკრეტული უწყება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება იღებს და მის კომპეტენციაში ვერ ჩაერევიან.
როგორც იონათამიშვილი ამბობს, დღეს ერთადერთი პრობლემაა, რომ სააკაშვილი საჭირო კალორაჟის საჭმელს არ იღებს, რითიც თვითდაზიანებას ეწევა.
„ერთადერთი რეალური პრობლემაა ის, რომ სააკაშვილი თავისი სურვილით არ იღებს საკვებს და მის ოჯახსაც საკუთარი სურვილით არ მიაქვს მასთან საკმარისი კალორაჟის საჭმელი. როგორც ჩანს, ისინი თვითდაზიანებაზე კოორდინირებულად თანხმდებიან და ერთად მოქმედებენ. ამით სხვის დავალებას ასრულებენ, მათი არჩევანია თუ ორივე ერთად, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. რაც შეეხება მის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს, ამას კონკრეტული უწყება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.