რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარის თქმა აღიარებაა, რომ მოწამვლაზე საუბარი არგუმენტების გარეშე ხდება და სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად არის დაცული.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა და კანონის უზენაესობის, სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად.
ამასთან, როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარის თქმა არის აღიარება, რომ მოწამვლაზე საუბარი არგუმენტების გარეშე ხდება.
„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არათუ სრულად არის დაცული, არამედ საზოგადოება ხედავს, რომ პრივილეგირებულ პირობებშია. შესაბამისად, ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი განცხადება არის სპეკულაცია და მიზნად ისახავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფას. სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარის თქმა აღიარებაა, რომ მოწამვლაზე საუბარი არგუმენტების გარეშე ხდება და სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.