რატი იონათამიშვილი - რომელიმე კლანი თუ არსებობს, ზუსტად ის კლანია, რომელიც პორტირებულია პოლიტიკურ „ენჯეოებში“ და მათი მიზანია დავალებების მიმცემთა ინტერესების დაკმაყოფილება
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან „კლანებზე“ საუბარი არაერთხელ ყოფილა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომელიმე კლანი თუ არსებობს, ის ბუნდოვანი და არაგამჭირვალეა, ზუსტად ის კლანია, რომელიც პორტირებულია პოლიტიკურ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ჯგუფების მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა კი არა, დავალებების მიმცემთა ინტერესების დაკმაყოფილებაა.
„მიზანშეწოლი არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები აკეთებდნენ განცხადებებს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, მით უმეტეს, როცა ეს არის კერძო დავასთან დაკავშირებული. ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებული უნდა ვიყოთ, რომ მსგავს საკითხებზე პოლიტიკოსების განცხადებები არ კეთდებოდეს. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რაღაც „კლანებზე“ საუბარი არაერთხელ გაგვიგია, მაშინ როცა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რომელიმე კლანი არსებობს და ის ბუნდოვანი და არაგამჭირვალეა, ზუსტად ის კლანია, რაც პორტირებულია პოლიტიკურ „ენჯეოებში“ და მათი მიზანია არა ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ მათთვის დავალებების მიმცემთა ინტერესების დაკმაყოფილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.