რატი იონათამიშვილი - რეალობაა 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია
რეალობაა 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული დელეგატები საზოგადოების მხრიდან მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ.
„დელეგატები 30-ვე ოლქში დავასახელეთ. საზოგადოებამ ნახა, რომ თითოეული მათგანი არის ამ ქვეყნის პატრიოტი, ასევე არიან ახალი სახეებიც. ჩვენი გუნდი ეფუძნება როგორც გამოცდილებას, ასევე განახლებას. ეს კეთდება იმისთვის, რომ პროგრესი მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს. თითოეული მათგანი საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის 60% და ის რადიკალური ოპოზიციის ერთად აღებულ რეიტინგს სამჯერ აღემატება. რეალობაა 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის პირდაპირპროპორციულია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ღალატობდა და ოპოზიციაშიც მხოლოდ საქართველოს ღალატით არის დაკავებული . ამ პარტიას, ჩაგვრის, ძალადობის, უსამართლობის და აგენტურული საქმიანობის გარდა, არაფერი უკეთებია. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კრებით რადიკალურ ოპოზიციას სამართლებრივადაც დაერქვას სახელი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.