რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არესტოვიჩს ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რომ მიიჩნევდა, საინტერესო იქნება დღეს მათი რეაქცია
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არესტოვიჩს ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რომ მიიჩნევდა, საინტერესო იქნება დღეს მათი რეაქცია

ალექსეი არესტოვიჩი დიდ ფიგურას რომ არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამხმოვანებელი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ომის დროს არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იბრძვიან და არიან ადამიანებიც, ვინც ტელეეკრანებთან პოზირებენ ხოლმე. ვინც ამ მეორე გზას ირჩევს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს.

„აქ უჩვეულო არაფერია. ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ადამიანს დედამიწის ზურგზე ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რომ მიიჩნევდა, დღეს საინტერესო იქნება მათი რეაქცია და კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი დიდ ფიგურას რომ არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამხმოვანებელი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. „მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.