რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებაში მორალურად დასრულებულია, რაც უფრო მეტს „იხმაურებენ“, მით მეტად დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ხალხი ნდობას არ იმსახურებს
ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა.
„მათ კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ აქედან ჩანს, როგორი უპასუხისმგებლოები, ანტიევროპულები და უსამშობლოები არიან. რაც უფრო მეტს „იხმაურებენ“, მით უფრო მეტად დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ხალხი ნდობას არ იმსახურებს. ისეთი აგენტურული ოპოზიცია გვყავს, რომელთა სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ, საკუთარი პოზიციები დღეგამოშვებით ისე გადათქვან, რომ თვალი არ აუხამხამდეთ. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებაში მორალურადაც დასრულებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.