რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია ეცდება, პროვოკაციული სცენარები განავითაროს, თუმცა საზოგადოება არ დაუშვებს, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია ეცდება, პროვოკაციული სცენარები განავითაროს, თუმცა საზოგადოება არ დაუშვებს, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციების კუთხით უფრო გააქტიურდება.

თუმცა, იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს.

„მთელი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციის მიზანს საარჩევნო პროცესებში კონსტრუქციული ჩართვა არ წარმოადგენდა. ისინი მუდმივად რადიკალურ მიმართულებას ირჩევდნენ, რადგან იციან, რომ არჩევნებზე წარმატების მიღწევის ობიექტური მიზეზი არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ეცდებიან, პროვოკაციული სცენარები განავითარონ. ისევ მანიპულაციისა და დესტრუქციის მხარეს დადგებიან, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს.
როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, რადიკალური ოპოზიცია მით უფრო გააქტიურდება, რომ პროვოკაციების მხარეს გადავიდნენ. ისინი ამ მეთოდებს ირჩევენ და მათგან დემოკრატიული ნაბიჯები მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.