რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის განადგურება დაისახეს მიზნად, ძირი თავად გამოეთხრებათ ქართულ პოლიტიკაში
ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ემზადებოდა არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში მწარედ მარცხდებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მათ დემოკრატიული პროცესები თავიდანვე არ აინტერესებდათ.
„მათ აინტერესებდათ მხოლოდ არეულობა და ქაოსი. ახლა ზუსტად ის ხდება, რასაც ვპროგნოზირებდით და რითიც შევძელით, რომ ინფორმირებული ყოფილიყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ეს არჩევნებიც შედეგებზეც აისახა. ახლა სასოწარკვეთილი ადამიანების ქმედებებს ვხედავთ, რაც მხოლოდ ერთ შედეგს გამოიღებს – რადიკალურ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის განადგურება მიზნად დაისახეს, ძირი თავად გამოეთხრებათ ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.