რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია, ხალხი დაასახელებს ლეგიტიმურ მთავრობას და ყველას მოუწევს, პატივი სცეს
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია, ხალხი დაასახელებს ლეგიტიმურ მთავრობას და ყველას მოუწევს, პატივი სცეს

რადიკალურ ოპოზიციას 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, მათგან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც არ იციან, რას მოაწერეს ხელი. ეს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობას და უსამშობლობას უსვამს ხაზს. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, რადგან მათ 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვთ. ხალხი დაასახელებს არა ტექნიკურ მთავრობას, არამედ ლეგიტიმურ მთავრობას და ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს. შესაბამისად, ამ საუბრებით ისინი საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ გაუადვილებენ. სინამდვილეში, ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ უნდათ, საქართველოს ძირი გამოუთხარონ, რასაც საზოგადოება არ დაუშვებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.