რატი იონათამიშვილი - რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ, რაც უფრო მოახლოვდება პარტიაში არჩევნები, საზოგადოება მეტ სიბინძურეს ნახავს
რატი იონათამიშვილი - რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ, რაც უფრო მოახლოვდება პარტიაში არჩევნები, საზოგადოება მეტ სიბინძურეს ნახავს

რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, საზოგადოება პარტიის კლანების მხრიდან მეტ სიბინძურეს იხილავს.

„ცხადია, მათი მხრიდან ეს ახალი არ არის. ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ოპოზიციაში არიან, იმავეს აკეთებენ. გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება – გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს. რაც უფრო მოახლოვდება გაკოტრებულ და განულებულ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები, საზოგადოება მეტ სიბინძურეს ნახავს ამ პარტიის კლანების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.