რატი იონათამიშვილი - ქვეყანა ვისაც უყვარს და ქართული დემოკრატიის მომავლის სწამს, მას ვერ დააშანტაჟებენ, სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილის მომგვრელია
შანტაჟის ფორმით საუბრებს ჩვენზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, – ამის შესახებ პარლამეტნის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილის მომგვრელია.
„ქვეყანა ვისაც უყვარს და ქართული დემოკრატიის მომავლის სწამს, მას ვერ დააშანტაჟებენ და ვერ შეაშინებენ მსგავსი უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მათი მხრიდან ამ სანქციებზე საუბარი ძალიან უხერხულია და ღიმილის მომგვრელია. ასევე, უსამართლო და უსაფუძვლოცაა. ამ შინაარსის საუბრებს, რასაც პირდაპირ შანტაჟის ფორმა აქვს, ცხადია, ჩვენზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველოდები, რომ მივიღებთ ზომებს“.