რატი იონათამიშვილი - ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, საქართველოში ვინ არის ოლიგარქი, ისინი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“, ხაზარაძე
რატი იონათამიშვილი - ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, საქართველოში ვინ არის ოლიგარქი, ისინი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“, ხაზარაძე

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, საქართველოში ვინ არის ოლიგარქი, ისინი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“ – ხაზარაძე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ეს ოლიგარქები საკმაოდ ურეიტინგოები არიან და მათ მიერ დაფინანსებული პარტიები პოლიტიკურ საქმიანობას მძიმედ დაასრულებენ.

„ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ქველმოქმედია, რომლის ქველმოქმედება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს იყო ინვესტიცია ქართულ ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაში. საქართველოში მისი როლი განუზომელია, განსაკუთრებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მან ქართველ ხალხთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ამით საქართველოს პროგრესი და განვითარება დაუბრუნა. როცა უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცით დააკნინონ, ვინც მას ებრძვის, საკუთარ თავს აზიანებენ და აკნინებენ, რადგან სიმართლე წინ მიდის, ის არის ისტორიული ქველმოქმედი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.