რატი იონათამიშვილი - ქარტიას რაც მეტი მოაწერს ხელს, გვეცოდინება რადიკალური ოპოზიციის ის შემადგენლობა, რომელსაც არც სამშობლო აქვს, არც პრინციპები, ეს არის ხელმოწერა კაპიტულაციაზე
ქარტიას რაც უფრო მეტი მოაწერს ხელს, მით უფრო გვეცოდინება რადიკალური ოპოზიციის ის შემადგენლობა, რომელსაც არც სამშობლო აქვს და არც პრინციპები. მხოლოდ ანგარებითა და დავალებით ერთიანდებიან, ეს არის ხელმოწერა კაპიტულაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, პროცესი, რაც ახლა ქარტიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, შინაარსიდან დაცლილია.
„როგორი უთავბოლო ქარტიაცაა, ისეთი უთავბოლოა ოპოზიციაც. თუ პარტიებმა ქარტია წაიკითხეს, მის ვერც თავს გაიგებდნენ და ვერც ბოლოს. დოკუმენტში რაც წერია და ამას რომ ხელს აწერენ, ესაა ამ ადამიანების ტრაგედია. რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, აჩვენებს, როგორ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. არეულობით ვერაფერი შეძლეს და ახლა უნდათ ყურადღების გადატანა, თითქოს რაღაცას ხელს აწერენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა.