რატი იონათამიშვილი - პირველად გვესმის ვენეციის კომისიიდან უკრაინის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის გაწვევა, საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არ უთქვამს და ამას ვიგებთ აშშ-ის ელჩისგან
რატი იონათამიშვილი - პირველად გვესმის ვენეციის კომისიიდან უკრაინის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის გაწვევა, საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არ უთქვამს და ამას ვიგებთ აშშ-ის ელჩისგან

პირველად გვესმის, რომ ვენეციის კომისიიდან უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის გაწვევა მოხდა. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არც პირად და არც საჯარო საუბრებში არ უთქვამს და ამას ვიგებთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მიისივე თქმით, ევროპელი ლიდერების მხრიდან პოზიტიური და დადებითი შეფასებები ისმოდა უკრაინულ კანონზე.

„გავარკვევთ, რა იყო კანონის გაწვევის წინაპირობა და საფუძველი. ევროკომისიამ უკრაინას რეკომენდაციებში ჩაუწერა დამტკიცებული კანონის იმპლემენტაცია, რაც ნიშნავდა, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირიქით, ევროპელი ლიდერების მხრიდან პოზიტიური და დადებითი შეფასებები გვაქვს მოსმენილი უკრაინულ კანონზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.