რატი იონათამიშვილი - ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, სინამდვილეში, პოლიტიკური „ენჯეოები“ არიან, მათ ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ
რატი იონათამიშვილი - ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, სინამდვილეში, პოლიტიკური „ენჯეოები“ არიან, მათ ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ

ფაქტია, რომ გამჭირვალობის ქართულმა კანონმა არეულობის ყველანაირი სცენარი გაანეიტრალა და ამას უკვე კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია წარმოებდა, რაც საზოგადოებაში ლუსტრირებულია.

„კანონი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, სინამდვილეში, პოლიტიკური „ენჯეოები“ არიან, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ამით ამბობენ, რომ გამჭირვალობის ეშინიათ და რაღაც აქვთ დასამალი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.