რატი იონათამიშვილი - ოპტიმიზმის საფუძველს ის მუხტი მაძლევს, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოებაშია
ჩვენ სწორად მივიღეთ გზავნილი, ახლა მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ყველა საჭიროება, რაც მოსახლეობაში არსებობს იყოს გათვალისწინებული და მეორე ტურის შედეგებზე აისახოს, – ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პარტიის ოფისში, ასევე ყველა რეგიონულ ორგანიზაციაში.
„ჩვენ სწორად მივიღეთ გზავნილი და ახლა მაქსიმალურად ვმუშაობთ იმ საკითხზე რომ ყველა ის საჭიროება რაც მოსახლეობაში არსებობს იყოს გათვალისწინებული და მეორე ტურის შედეგებზე აისახოს. ყველაზე მეტად ოპტიმიზმის საფუძველს ის მუხტი მაძლევს, რომელიც დღეს ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებაში არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.