რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის კრიტიკა უსაფუძვლო და არაადეკვატურია
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის კრიტიკა უსაფუძვლო და არაადეკვატურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის კრიტიკა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, საზოგადოებამ პროგრესზე, საქმესა და მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა ნახა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და ეკოლოგიის.

„ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც აღებული გვაქვს მოსახლეობის წინაშე. ამ პროგრამას მეტი ენერგიით გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგ. პრეზენტაციის შემდეგ, ოპოზიცია საკმაოდ რთულ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, რაც ბუნებრივია, რადგან მათ ნახეს საქმეზე ორიენტირებული, ევროპული სახის პროგრამა. საზოგადოებას თავად რასაც სთავაზობენ, ეს არის ურთიერთდაპირისპირება, დაძაბულობა და რადიკალიზაცია. მათი კრიტიკა არის უსაფუძვლო და არაადეკვატური”, – განაცხადა იონათამიშვილმა.