რატი იონათამიშვილი - ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება
ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ – საქართველოს განადგურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „ეს ადამიანები დაცლილი არიან პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და ზნეობისგან“.
„ისინი ზუსტად იმ სახეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და მოქალაქე. ვინმეს თუ უკვირს, მათ ნდობა რატომ არ აქვთ, ეს გასაკვირი აღარ არის. „ქართულ ოცნებასა“ და ამ პროექტებს შორის რა სხვაობაცაა, ეს 26 ოქტომბრამდე კიდევ უფრო შთამბეჭდავი და თვალსაჩინო იქნება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.