რატი იონათამიშვილი - ოპოზიციაში ერთმანეთთან კონფლიქტით არიან დაკავებული და საარჩევნო ოლქებს ვერ იყოფენ, მათი საქციელი ყოველთვის იდენტურია
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციაში ერთმანეთთან კონფლიქტით არიან დაკავებული და საარჩევნო ოლქებს ვერ იყოფენ, მათი საქციელი ყოველთვის იდენტურია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არჩევნებზე დაბალი შედეგის მოლოდინი აქვს და ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ.

ამის შესახებ იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს აღიქვამენ კონკურენტებად, რადგან დაბალი პროცენტების მოლოდინი აქვთ. ძირითადად, არიან სამპროცენტიანი და უფრო დაბალპროცენტიანი პარტიები. ერთმანეთთან კონფლიქტით არიან დაკავებული და ვერ იყოფენ საარჩევნო ოლქებს. ეს არის მათი რეალური სახე. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათ ღირებულებებში არაფერი იცვლება და მათი საქციელი ყველა ჯერზე იდენტურია“, – განაცხადა ფრაქციის ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, იმის მიუხედავად ოპოზიციური პარტიები ერთად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ ცალკეულად.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არჩევნებზე ცალ-ცალკე დადგებიან თუ ერთად, დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ გვექნება, როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ არჩევნებზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.