რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მათი ათკაციანი სეირნობები უშინაარსოა
ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია.
„მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია. მათი აქტივობა კარგია, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია. ისინი რაც უფრო დასუსტდებიან და გაქრებიან, მით მეტი სივრცე გაჩნდება რეალური ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რაც კარგი იქნება. ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ხელს უშლიდა. ჩვენ ოპოზიცია კი არა, უცხო ძალების აგენტები გვყავს, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება და ქართველ ხალხზე შურისძიება. ეს ვერ განახორციელეს და სასოწარკვეთას ვხედავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.