რატი იონათამიშვილი - ოპოზიციამ კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ, რითაც ის ფასადური არგუმენტიც უქრებათ, რომ პროცესი პოლიტიკური იყო
პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამით ოპოზიციამ ბოლომდე მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება.
„ოპოზიციამ ბოლომდე მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება, როცა პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, კვლავ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ. ამით მათ ის ფასადური არგუმენტიც კი უქრებათ ხელიდან, რომ თითქოს, პროცესი პოლიტიკური იყო, რომლის მიზანი ნიკანორ მელიას დაპატიმრება გახლდათ. ახლაც გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: „არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ“, მაგრამ თუ არ გადაიხდის, ნამდვილად ვერ გაუშვებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პროკურატურა მზადყოფნას
გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.