რატი იონათამიშვილი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ საჯარო განხილვები
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ საჯარო განხილვები ჩვენს საზოგადოებასთან. ცხადია, ვნახეთ ოპოზიცია, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისინი დაიმალნენ და გაექცნენ კითხვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთვება.
„ცხადია, მათგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩაერთვებიან. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულებაც იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ჩვენი საზოგადოების ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა მათ ამომრჩევლად, უარს იტყვის მათზე და გააძევებს ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.