რატი იონათამიშვილი - ნიკანორ მელია და მისნაირები ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი
რატი იონათამიშვილი - ნიკანორ მელია და მისნაირები ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნიკანორ მელია და მისი თანაგუნდელები ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი.

„ბატონი ნიკანორი და მისნაირები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სამსახურში.

ვითარდება ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, სულ უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო როლი და ავტორიტეტი. ყოველივე ამის ფონზე, თუ ნიკანორს გონია, რომ პრემიერზე აუგის თქმით შეძლებს პოლიტიკური ქულების დაწერას, ის აცდენილია რეალობას, რადგან სინამდვილეში ერთადერთს რასაც ამით მიაღწევს იქნება ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კიდევ უფრო მიუღებელი გახდება ქართული საზოგადოებისთვის.

ნიკანორ მელია თავისი ბიოგრაფიის ყველა ეტაპზე იყო და არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს საჯარო მოხელე, თუ პოლიტიკოსი მაშინ, როდესაც ბატონი პრემიერი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მთავრობის მეთაური და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მელიამ პრემიერისა და „უცნობის“ დაპირისპირებას დღეს სამარცხვინო უწოდა.