რატი იონათამიშვილი - „ნაცმოძრაობა“ იქნება, „ლელო“ თუ გახარიას პარტია, ერთი ორგანიზმი არიან, სია გინდ გააერთიანონ და გინდ დაშალონ, მაინც დაიშლებიან
„ნაცმოძრაობა“ იქნება, „ლელო“ თუ გახარიას პარტია, ისინი მაინც ერთი ორგანიზმი არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სია რომც გააერთიანონ, მაინც დაიშლებიან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ – უფრო მეტად.
„ვინ საით არის, ისედაც კარგად ვიცით, ოპოზიცია არჩევნებზე როგორც არ უნდა დადგეს. „ნაცმოძრაობა“ იქნება, „ლელო“ თუ გახარიას პარტია, ისინი მაინც ერთი ორგანიზმი არიან. შესაბამისად, სია გინდ გააერთიანონ და გინდ დაშალონ, მაინც დაიშლებიან არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ – კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ეს საუბრები ხელოვნურია. მით უმეტეს, ეს კინო ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორც მთავრდება, თუმცა ყველა შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო მტკივნეულია და ამჯერადაც ასე იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.