რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუისა და დეზინფორმაციის პარტიაა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ
„ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის და დეზინფორმაციის პარტიაა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
„„ნაციონალური მოძრაობა“, ღალატისა და ომის პარტიის გარდა, არის სიცრუის და დეზინფორმაციის პარტია. სხვათა შორის, ეს ადამიანები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საკუთარ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ. მათი ტყუილი მარტივად გაიშიფრა, ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ პარტიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხან სიძულვილით, ხან ძალადობით და ხან დეზინფორმაციის გავრცელებით მოქმედებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.