რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობისთვის არაფერი შეუთავაზებია, თუ არა ჩაგვრა, ძალადობა, აგენტურა, ამ ყველაფერს სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას
„ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობისთვის არაფერი შეუთავაზებია, თუ არა ჩაგვრა, უსამართლობა, ძალადობა და აგენტურა, ამ ყველაფერს სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას მაშინაც ღალატობდა, როცა ხელისუფლებაში იყო და ახლაც, როცა ოპოზიციაშია. ამ პარტიას მოსახლეობისთვის არაფერი შეუთავაზებია, თუ არა ჩაგვრა, უსამართლობა, ძალადობა და აგენტურა. ყველაფერ ამას სახელი უნდა დაერქვას. საზოგადოებამ მათ სახელი დაარქვა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას სამართლებრივი სახელიც დაერქვას – ის, რაც საზოგადოებამ მათ უკვე უწოდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.