რატი იონათამიშვილი - ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, შეთანხმების ფორმატის მიღმა არ გავიდნენ, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმების ფორმატის მიღმა არ გავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.
რატი იონათამიშვილის განმარტებით, საზოგადოებამ აღარ უნდა ილაპარაკოს შეთანხმების ტექსტზე, არამედ ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმებას დაარღვევს.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ არ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იძულება იყო. მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სხვათაშორის, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით კითხვები აღარ არსებობს და ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, განწყობილია იმისკენ, რომ კონსესუსი არ იყოს მიღწეული“, – აცხადებს იონათამიშვილი.