რატი იონათამიშვილი - მადლობა ასიათასობით პატრიოტს, ვინც გუშინ თბილისის შუაგულში სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობა გაფორმდება
რატი იონათამიშვილი - მადლობა ასიათასობით პატრიოტს, ვინც გუშინ თბილისის შუაგულში სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობა გაფორმდება

დიდი მადლობა იმ ასიათასობით გულანთებულ პატრიოტს, ვინც გუშინ თბილისის შუაგულში ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა. მადლობა ჩვენი ქვეყნის მილიონზე ბევრად მეტ მოქალაქეს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოხატავდა საქართველოს და „ქართული ოცნების“ მყარ, მტკიცე მხარდაჭერასა და ერთსულოვნებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და გამარჯვების მუხტი „ქართული ოცნებისთვის“ დამატებით მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.

„ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ერთად ვიზრუნებთ, რათა ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ამიტომ საჭიროა ქუდზე კაცი, რომ 26 ოქტომბერს გამოვიდეთ და 41 გავაფერადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის რეალური იქნება და ეს 26 ოქტომბერს გაფორმდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.