რატი იონათამიშვილი - ლევან იოსელიანის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, მის მიმართ პოზიტიური განწყობა მაქვს
ლევან იოსელიანის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანთან ჯანსაღი დისკუსია შესაძლებელია.
„ლევან იოსელიანის მიმართ პოზიტიური განწყობა მაქვს და ეს განპირობებულია იმ გამოცდილებით, რომელიც თუნდაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არაერთ საკითხზე გვიმუშავია და მას ამ პროცესში კონსტრუქციული როლიც ჰქონია. პოლიტიკურად ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ ჯანსაღი დისკუსია გვქონდეს. მისი მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.