რატი იონათამიშვილი - კუბილიუსი უკანონობას, უსამართლობას, მკვლელობასა და წამებას ლობირებს
საინტერესოა, კუბილიუსი რომელ წესებზე საუბრობს, ეს არის კორუფცია, არაჯანსაღი ლობიზმი და ომის რიტორიკა? ჩვენი საზოგადოებისთვის ეს წესები მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „კუბილიუსი ცრუ კავშირს ავლებს სააკაშვილსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას შორის“.
„კუბილიუსი უკანონობას, უსამართლობას, მკვლელობასა და წამებას ლობირებს. მისი მცდელობა, რომ ამ განცხადებით შეურაცხყოფა საზოგადოებას მიაყენოს, დამაზიანებელი მხოლოდ მისთვის იქნება. დილემა, რომ სააკაშვილი უდრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუღებელია და დეზინფორმაციაა. ვინც ცდილობს, ასეთი პარალელი გაავლოს, ის მიდის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.